Tesla Model 3
ვიკიპედიის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად, ეს სტატია გამართვას საჭიროებს. |
- 2023 წლის განახლება, წინა
- 2023 წლის განახლება, უკანა
- 2023 წლის განახლება, Performance, წინა
- 2023 წლის განახლება, Performance, უკანა
- 2023 წლის განახლება, ინტერიერი
Tesla Model 3 არის ფასტბეკის ძარის სტილის საშუალო ზომის სედანი. იგი 2017 წელს პირველად წარადგინა Tesla, Inc.-ის. .ეს ავტომობილი უფრო ხელმისაწვდომია, ვიდრე Tesla-ს წინა მოდელები. 2018 წლიდან 2020 წლამდე, Model 3 იყო მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი დატენვადი ელექტრომობილი სანამ კროსოვერი Tesla Model Y პირველ ადგილს დაიკავებდა. 2021 წლის ივნისში, Model 3 გახდა პირველი ელექტრომობილი, რომელის გაყიდვებმაც1 მილიონს გადააჭარბა.
Model 3-ის ფეისლიფტი 2023 წლის ბოლოს Gigafactory Shanghai- ის მიერ იქნა წარმოებული, ხოლო 2024 წლის დასაწყისში ჩრდილოეთ ამერიკაში და სხვა ქვეყნებში Tesla Fremont Factory- ის მიერ გამოშვებული მოდელების გაყიდვა დაიწყეს.
2020 ცვლილებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
2020 წლის ნოემბერში Model 3-მა მიიღო ექსტერიერისა და ინტერიერის სტილის ცვლილებები, ამ ცვილებებიდან ბევრი გადავიდა მაშინდელ ახალ Model Y-ზე. ყველაზე შესამჩნევი კოსმეტიკური ცვლილება იყო ის, რომ კარის სახელურების, გვერდითი სარკის, ფანჯრის და კამერის ქრომირებული დეტალები გახდა შავი ფერის. [1]
სხვა ცვლილებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ასევე გარკვეული აპარატურა იქნა ამოღებული ავტომობილიდან: ადაპტაციური საკრუიზო კონტროლის რადარის სენსორი გაუქმდა 2021 წლის აპრილში, წინა მგზავრის სავარძლის ზურგის საყრდენი ამოიღეს 2021 წლის მაისში [2] და ულტრაბგერითი სენსორები, რომლებიც გამოყენებოდა პარკინგის დროს გააუქმეს 2022 წლის ოქტომბერში და შეიცვალა Tesla Vision-ით, Tesla-ს ხედვაზე დაფუძნებული პარკინგის სისტემით.
2023 განახლება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2023 წლის 1 სექტემბერს Tesla-მ გამოაცხადა Model 3-ის დიზაინის განახლება: უფრო მეტი მანძილის გავლა, წარმოების დაბალი ხარჯები, ტექნიკური გაუმჯობესებები და განახლებული ექსტერიერი და ინტერიერი. [3] პროექტირების დროს განახლებას ეწოდა კოდური სახელი "Project Highland". [4] იგი წარადგინეს 2023 წლის მიუნხენის საავტომობილო შოუზე.
Gigafactory Shanghai იყო Tesla-ს პირველი ქარხნა, რომელმაც დაიწყო განახლებული Model 3-ის დამზადება, მანქანა იყიდება ჩინეთში და იმ ბაზრებზე, რომლებშიც Tesla ახორციელებს ექსპორტს ჩინეთიდან, მათ შორის ევროპა, ახლო აღმოსავლეთი, ავსტრალია და იაპონია. [3] განახლებული Model 3 ხელმისაწვდომი გახდა შეკვეთისთვის ჩრდილოეთ ამერიკაში 2024 წლის 10 იანვარიდან, ამ მოდელების წარმოება ხორციელდება Tesla Fremont Factory-ში. [5]
- 2023 წლის განახლება, წინა
- 2023 წლის განახლება, უკანა
- 2023 წლის განახლება, Performance, წინა
- 2023 წლის განახლება, Performance, უკანა
- 2023 წლის განახლება, ინტერიერი
წარმოება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]Gigafactory Shanghai აწარმოებს Model 3-ს 2019 წლის დეკემბრიდან რომელიც ადგილობრივი ჩინეთის ბაზრისთვისაა განკუთვნილი, ასევე აშშ-ის გარდა სხვა რაიონებში ექსპორტისთვის.
უსაფრთხოება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2019 წელს ავარიის ტესტირების შემდეგ, Model 3-მა ძალიან კარგი შედეგები აჩვენა, მიიღო ხუთი ვარსკვლავი ყველა კატეგორიაში საავტომობილო გზების მოძრაობის უსაფრთხოების ეროვნული ადმინისტრაციისგან [6] და 94% Euro NCAP ქულა აქტიურ უსაფრთხოებაში . [7] [8]
მოდელმა 3-მა 2026 წელს შესაძლოა დაკარგოს Euro NCAP ხუთ ვარსკვლავიანი რეიტინგი ფიზიკური ღილაკების არარსებობის გამო.
საიმედოობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2024 წლის ნოემბერში Tesla Model 3-მა ბოლო ადგილი დაიკავა ტექნიკური ინსპექტირების ასოციაციის (TÜV) ანალიზში ახალი მანქანების საგზაო ინსპექტირების შედეგების ანალიზში გერმანიასა და ავსტრიაში. გერმანიაში ეს შემოწმება სავალდებულოა. [9] TÜV-ის თანახმად, მდაზიანების შედარებით მაღალი მაჩვენებელი ნაწილობრივ შეიძლება აიხსნას იმით, რომ Tesla არ საჭიროებს რეგულარულ მოვლას. დანიაში 2024 წელს Tesla Model 3-ის 2020 წლის მოდელის 23%-მა ვერ შეძლო პირველი შემოწმების გავლა, ხოლო სხვა ბრენდების ელექტრო მანქანების 9%-მა ვერ შეძლეს შემოწმების გავლა. [10]
- ↑ Capparella, Joey (October 16, 2020). „Tesla Model 3 Gets Design Changes Inside and Out, Increased Range“. Car and Driver. ციტირების თარიღი: January 22, 2024.
- ↑ Yekikian, Nick (June 7, 2021). „Tesla Model 3 and Y Lose Adjustable Lumbar Due to "Almost No Usage"“. MotorTrend. ციტირების თარიღი: September 1, 2023.
- 1 2 Yan, Zhang; Jin, Hyunjoo; Leussink, Daniel; Goh, Brenda (2023-09-01). Schmollinger, Christian (ed.). „Tesla releases refreshed Model 3 with longer driving range in China“. Reuters (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2023-09-01.
- ↑ Yan, Zhang; White, Joe; Guilluame, Gilles; Krolicki, Kevin (November 28, 2022). Nicolaci da Costa, Ana (ed.). „Exclusive: Tesla readies revamped Model 3 with project 'Highland' -sources“. Reuters (ინგლისური). ციტირების თარიღი: August 28, 2023.
- ↑ Kalia, Shubham; Sriram, Akash (January 10, 2024). „Tesla launches restyled Model 3 in North America“. Reuters. ციტირების თარიღი: January 22, 2024.
- ↑ Lambert, Fred (September 20, 2018). „Tesla Model 3 gets perfect 5-star safety rating in every category from NHTSA“. Electrek. დაარქივებულია ორიგინალიდან — September 20, 2018. ციტირების თარიღი: September 20, 2018.
- ↑ Tesla, Mercedes and Škoda Score a Touchdown in Euro NCAP's Latest Safety Tests (July 3, 2019). დაარქივებულია ორიგინალიდან — ივლისი 4, 2019. ციტირების თარიღი: July 4, 2019
- ↑ Schmidt, Bridie. (July 4, 2019) Tesla Model 3 smashes European NCAP tests with best safety assist. ციტატა: „(Table sorted ny Safety Assist)“ ციტირების თარიღი: July 4, 2019
- ↑ Chilton, Chris (2024-11-23). „Tesla Model 3 Ranks Dead Last In TUV Reliability Tests For Newer Cars“. Car Scoops. ციტირების თარიღი: 2024-12-31.
- ↑ Bregenov-Pedersen, Mads (2025-01-24). „Populær Tesla-model dumper med et brag til syn“ [Popular Tesla model dumps with a bang]. FDM. Denmark. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2025-02-01. ციტირების თარიღი: 2025-02-06.