შინაარსზე გადასვლა

Stunt Cycle

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Stunt Cycle

Stunt Cycle-ის კონსოლი
დეველოპერ(ებ)ი Atari, Inc.
გამომცემელი Atari, Inc.
პლატფორმ(ებ)ი არკადა, Atari 2600
გამოსვლის თარიღი ჩრდ.ამ. 1976
ჟანრ(ებ)ი სიმულატორი

Stunt Cycleარკადული თამაში, შექმნილი და გამოცემული Atari, Inc.-ის მიერ 1976 წელს.[1] თამაში შთაგონებულია 1970-იანი წლების ცნობილი მოტოციკლისტი-კასკადიორის, იველ კნიველის ტრიუკებით, რომელიც მოთამაშეს საშუალებას აძლევს, შეასრულოს მოტოციკლით ხტომის სიმულაცია. არკადული კაბინეტი ნამდვილი მოტოციკლის საჭესავით არის მოდელირებული, აჩქარებისთვის კი მოთამაშე მარჯვენა მხარეს ატრიალებს. მონიტორი არის 19-ინჩიანი შავ-თეთრი ელექტრონულ-სხივური მილაკი (CRT) შავ-თეთრი ზედა ფენით (overlay). ის გათვლილია 1 მოთამაშეზე ან 2 მოთამაშეზე რიგრიგობით.

1977 წელს Atari-მ გამოუშვა Stunt Cycle-ის ორი კონსოლის ვერსია. Atari-ს ბრენდირებულ Stunt Cycle ვერსიაზე ოთხი თამაშია: ორიგინალი ვერსია და სამი ვარიანტი („Motocross“, „Enduro“ და „DragRace“), რომლებიც დაფუძნებულია General Instrument-ის AY-3-8760 ჩიპზე. მოწყობილობაზე არსებული საჭის სახელურები მოთამაშეებს საშუალებას აძლევს, შეასრულონ „ვიპი“ (whip), „ვილი“ (wheelie) და გადახტნენ ეკრანზე გამოსახულ 32 ავტობუსზე. მოწყობილობა უზრუნველყოფს ქულების ციფრულ ჩვენებას ეკრანზე და ფერად გრაფიკას.[2][3] Sears Tele-Games-ის ვერსია, სახელწოდებით Motocross Sports Center IV, მოიცავს Stunt Cycle-ის იმავე ვარიანტებს და Pong 16 თამაშს, რომლის თამაში შეიძლება Pong-ის მოხსნადი კონტროლერებით.

1980 წელს Atari-ს პროგრამისტმა, ბობ პოლარომ, დაიწყო Stunt Cycle-ის Atari 2600-ზე პორტირება სრულფასოვანი ფერადი გრაფიკის გამოყენებით. თუმცა ოფიციალურად არასდროს გამოსულა. ბობ პოლარომ დამოუკიდებლად გამოუშვა Stunt Cycle-ის 50 ეგზემპლარი 2003 წელს.[4]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • Stunt Cycle — არკადების მუზეუმი
  1. Stunt Cycle cycle Stunt. არკადების მუზეუმი. ციტირების თარიღი: 5 ივნისი, 2025.
  2. Kaplan, Deeny, ed. (Winter 1978). "The Video Games". Video (Buyer's Guide). 1 (1). Reese Communications: 17–30. ISSN 0147-8907.
  3. Stulir, Mike. Atari Stunt Cycle. Backntime.net. დაარქივებულია ორიგინალიდან — October 8, 2007. ციტირების თარიღი: July 14, 2007.
  4. Reichert, Matt. Stunt Cycle. Atariprotos.com. ციტირების თარიღი: July 14, 2007.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Stunt_Cycle&oldid=4944156“-დან