Game Wave Family Entertainment System
იერსახე
| Game Wave Family Entertainment System | |
|---|---|
|
| |
| მწარმოებელი | ZAPiT Games |
| ტიპი | DVD-დამკვრელი და სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი |
| თაობა | მეშვიდე თაობა |
| გამოშვების თარიღი | 2005 |
| თავდაპირველი ფასი | 99 აშშ დოლარი |
| შეწყდა | 2009 |
| გაიყიდა | დაახ. 70,000 (2008)[1] |
| მედია | DVD-ROM |
Game Wave Family Entertainment System, შემოკლებით Game Wave — ჰიბრიდული მოწყობილობა, რომელიც თავის თავში აერთიანებს DVD-დამკვრელს და მეშვიდე თაობის სახლის ვიდეო თამაშების კონსოლს. მოწყობილობა შეიმუშავა კომპანია ZAPiT Games-მა.[2] გამოვიდა 2005 წლის ოქტომბერში კანადაში.[3] მისი ფასი აშშ-ში შეადგენდა 99 აშშ დოლარს.
კონსოლს კომპლექტში მოჰყვებოდა ოთხი თამაში, ოთხი დსიტანციური მართვის პულტი, (რომელსაც გააჩნდა კონტროლერის დანიშნულება) და RCA და S-Video კაბელები.
Game Wave-ის სათამაშო ბიბლიოთეკა მეტად მწირია. საერთო ჯამში, მასზე ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ და მხოლოდ 13 ერთეული თამაში, რომელთა უმეტესობა თავსატეხი ჟანრისაა.[4] 2008 წლის მონაცემებით გაყიდულია კონსოლის დაახლოებით 70,000 ეგზემპლარი. Game Wave-ის წარმოება შეწყდა 2009 წელს.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ოფიციალური საიტი (დაარქივებული Wayback Machine-ის მიერ)
- Game Wave — Computing History
- Game Wave — Embedded.com
- Game Wave — Giant Bomb
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ VP Final - MP4 (2008-12-20). ციტირების თარიღი: 2012-08-14.
- ↑ Game Wave games. Giant Bomb. ციტირების თარიღი: 17 ოქტომბერი, 2019.
- ↑ Surf the Game Wave to Fun. ZAPiT Games (ოქტომბერი, 2005). ციტირების თარიღი: 2007-11-05.
- ↑ KELLEN PERRY. SYSTEMS THAT COULDN'T EVEN RELEASE 15 GAMES BEFORE THEY BIT THE DUST?. svg.com. ციტირების თარიღი: 17 ოქტომბერი, 2019.
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||