V.Smile
| V.Smile | |
|---|---|
|
| |
|
| |
| მწარმოებელი | VTech |
| ტიპი | სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი |
| თაობა | მეექვსე თაობა |
| გამოშვების თარიღი |
|
| შეწყდა | 2010 |
| მედია | სათამაშო კარტრიჯი |
| პროცესორი | SunPlus-ის SPG2xx[2] |
| შეტანა | 2 კონტროლერი, კლავიატურა, მაუსი, გრაფიკული პლანშეტი, საცეკვაო დაფა |
| წინა | VTech Socrates |
| შემდეგი | V.Flash |
V.Smile — მეექვსე თაობის საგანმანათლებლო ვიდეო თამაშების კონსოლი, შემუშავებული და გამოცემული VTech-ის მიერ 2004 წლის 4 აგვისტოს. კონსოლი გათვლილი იყო სამიდან შვიდ წლამდე ბავშვებისთვის.
სისტემის თავდაპირველი ფასი შეადგენდა 59 აშშ დოლარს.[3] მასში განთავსებული იყო SunPlus-ის SPG2xx ცენტრალური პროცესორი და გააჩნდა კლავიატურის და მაუსის მხარდაჭერა. ის დაფუძნებული იყო სპრაიტულ გრაფიკაზე და ძირითად მედია საშუალებად გამოიყენებდა სათამაშო კარტრიჯებს, რომელსაც ერქვა „სმარტრიჯი“ (Smartridge).
შემდგომში გამოვიდა V.Smile-ის რამდენიმე ვარიანტი, მათ შორის პორტატიული ვერსია V.Smile Pocket. აგრეთვე გამოიცა V-Motion - V.Smile-ის ერთ-ერთი ძირითადი ვერსია, რომელსაც გააჩნდა საკუთარი პროგრამული უზრუნველყოფის ხაზი და თან მოიხმარდა მოძრაობის დეტექტორ კონტროლერს. V-Motion და სმარტრიჯები უკუთავსებადი იყო V.Smile-ის სხვა ვარიანტებთან და სმარტრიჯებთან. V-Motion-ის სმარტრიჯები, აგრეთვე თავსებადი იყო V.Smile-ის კოსოლურ და პორტატიულ ვერსიებთან, თუმცა ახასიათებდა გარკვეული შეზღუდვები.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- V.Smile PcMag-ზე
- V.Smile Giant Bomb-ზე
- V.Smile-ის სახელმძღვანელო
- ოფიციალური საიტი (დაარქივებული)
- V.Smile Console Data Base]-ზე
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ V.Smile Games. Giant Bomb. ციტირების თარიღი: 16 აპრილი, 2016.
- ↑ SunPlus: The biggest chip company you’ve never heard of (18 აპრილი, 2010). ციტირების თარიღი: 18 ნოემბერი, 2014.
- ↑ V-Tech V.Smile - Console Information, consoledatabase.com, წაკითხვის თარიღი 3 დეკემბერი, 2017
| ||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||